Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების ფორუმი

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დასაქმების ფესტივალი გაიმართება.


ფესტივალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით 12:00 საათზე ჩატარდება.


ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირების დასაქმების ხელშეწყობა.  


დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ წარმოდგენილ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა.


დასაქმების ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ისეთი სახის საშუალო და მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: მაკ დონალდი, ემ გრუპი, ანტრე, ლეგატო, ვენდისი, ლუკა პოლარე, საბვეი, მასპინძელი,  KFC,  HB,  ქართული სახლი, აჭარა ჯგუფი, რედისონი, ჰოლიდე ინნ, შერატონი, მერიოტი, ჰილტონი, პულმანი და სხვ.